USAID-სა და "ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის" წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ
USAID-სა და "ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის" წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ
17:08 27.03.2012
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მისიის დირექტორის მოადგილე იოკიმ პარკერი და კოალიცია "ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის" წარმომადგენლები ხვალ პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც "ნიუსპრესს" აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, პრესკონფერენციაზე "ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის" ჯგუფის მომავალ გეგმებსა და რეგიონში დაგეგმილ პირველ ვიზიტზე ისაუბრებენ.
კოალიციის პირველი სამუშაო ვიზიტი 29-30 მარტს, ქუთაისში შედგება. შეხვედრა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან გაიმართება.
კოალიცია "ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის" სამუშაო ჯგუფის სახით 2011 წლის იანვარში ჩამოყალიბდა.
ჯგუფის მიზანი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებისთვის მათი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. ჯგუფის გეგმა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების უფრო აქტიურ ჩართვასაც ითვალისწინებს.
კოალიცია სამი თვის განმავლობაში 8 რეგიონულ ცენტრს ეწვევა.
შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და  USAID-ის მიერაა ორგანიზებული.

ბეჭდვა