50 წარმატებულ მანდატურს სერტიფიკატები გადაეცა
50	წარმატებულ მანდატურს სერტიფიკატები გადაეცა
15:38 11.02.2012

თბილისის 50 წარმატებულ მანდატურს სერტიფიკატები გადაეცა. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა გადამზადების კურსები შსს-ს აკადემიაში გაიარეს.   სწავლება ფსიქოლოგიურ ასპექტებს, სამართალდარღვევებზე რეაგირების წესებსა და კომპიუტერული პროგრამირების ასპექტებს მოიცავდა.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სამინისტროს სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევებისა და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მანდატურის ინსტიტუტის დანერგვის შემდეგ, სკოლებში სასწავლო გარემო გაუმჯობესდა, ხოლო ძალადობის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირდა.
სტატისტიკის მიხედვით, მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები 95%-ით არის შემცირებული. მოსწავლეთა მხრიდან ფულის გამოძალვისა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებიც 95%-ით არის აღმოფხვრილი. ასევე, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მხრიდან თამბაქოს მოხმარების ფაქტები პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება.



ბეჭდვა