ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიის ფაკულტეტზე ერთ ადგილზე 55 აბიტურიენტი მოდის
ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიის ფაკულტეტზე ერთ ადგილზე 55 აბიტურიენტი მოდის
15:41 27.03.2012
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიის ფაკულტეტზე წელს პირველად, ერთ ადგილზე 55 აბიტურიენტი მოდის.  ეს განცხადება შაშკინმა პარლამენტში, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
მინისტრის თქმით, საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე ერთ ადგილზე 14 აბიტურიენტი მოდის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე ერთ ადგილზე პრეტენზიას მხოლოდ 7, ხოლო იურიდიულზე მასზე 2-ჯერ ნაკლები აბიტურიენტი აცხადებს.
"ეს მონაცემები რეფორმების შედეგი და საქართველოში მენტალობის ცვლილების მაჩვენებელია" - აღნიშნა შაშკინმა.
2012 წლის ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენთა რეგისტრაცია 23 მარტს დასრულდა.
განათლების მინისტრთან ანტიკრიზისული საბჭოს შეხვედრა ამჟამად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ბეჭდვა