საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კონტროლის პალატის საქმიანობას გამოკითხულთა 87,1 პროცენტი უსამართლოს უწოდებს.
კითხვაზე - "რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებები" – გამოკითხულთა 87,1% მას უსამართლოდ, 3,2% კი, სამართლიანად აფასებს. 9,7%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
როგორც ცნობილია, კონტროლის პალატა ახსნა-განმარტების ჩამორთმევის მიზნით მოსახლეობას დაკითხვაზე იბარებს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესის" შემდეგი გამოკითხვის თემა იქნება - "შეიცვლება თუ არა ჯანდაცვის სისტემაში რეალურად ვითარება ზურაბ ჭიაბერაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ".
