თბილისის ნაწილისთვის წყლის მიწოდება 20:00 საათიდან განახლდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, წყალი გლდანი-
ნაძალადევის რაიონში ჯანჯღავას ქუჩას და მეფრინველეობის დასახლებას არ მიეწოდება.
წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში აფხაზეთის, აგარის, ფოთისა და სამტრედიის ქუჩებსაც.
კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტა კერძო სექტორში მიმდინარე ინდივიდუალური გამრიცხველიანების გამო გახდა საჭირო.
