რევაზ საყევარიშვილს გეგმების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
რევაზ საყევარიშვილს გეგმების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
14:00 27.03.2012
ჟურნალ "ფორბს ჯორჯიას" ყოფილ მთავარ რედაქტორს რევაზ საყევარიშვილს სამომავლო საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიუღია.

მისი თქმით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მან უკვე აცნობა "ფორბსის" სათაო ოფისს ნიუ იორკში. პასუხად კი მიიღო - "ხომ არ სჯობს ეს საკითხი "ფორბსის" ფარგლებში განეხილათ".

საყევარიშვილის განცხადებით, მან მაინც გადაწყვიტა ამ ფაქტის განსაჯაროება, რადგან არ სურს პოსტფაქტუმ, მოვლენების შემდეგ მოუხდეს ბრძოლა.

რევაზ საყევარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მას არ აქვს კონკრეტული გეგმები თუ რა მიმართულებით გააგრძელებს საქმიანობას. ასევე, არ აქვს გადაწყვეტილი შემდგომში წავა თუ არა პოლიტიკაში.

"ფორბს ჯორჯია" საქართველოში 2011 წლის დეკემბრიდან გამოდის. გამოვიდა მისი 4 ნომერი, ხოლო 5-ე ნომერი, რომელიც უკვე მზად იყო და ხვალ უნდა გამოცემულიყო, ამ მოვლენების შემდეგ შეჩერებულია.

რევაზ საყევარიშვილის თქმით, მან თანამდებობა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების პროცესში ბარიერების შექმნის, კერძოდ, დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის გამო, პროტესტის ნიშნად გუშინ დატოვა.

ბეჭდვა