საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილის მტკიცებით, წლის ბოლომდე ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ძალიან უნდა, რომ ყველა მოქალაქე დაზღვეული ჰყავდეს, მაგრამ ამ ეტაპზე, ამას შესაძლოა, სოციალური კოლაფსი გამოეწვია.
"მახსენდება დევნილების საკითხი, რომელიც ყველას მივიწყებული ჰყავდა. როგორც კი კობა სუბელიანმა მათი განსახლება დაიწყო, მაშინ გაახსენდა ოპოზიციას დევნილები და ალაპარადა", – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ისევე იქცევა დაზღვევასთან დაკავშირებითაც, როგორც თავის დროზე დევნილებთან დაკავშირებით.
