საავადმყოფოში დამწვრობით მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა რთულია
საავადმყოფოში დამწვრობით მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა რთულია
11:17 27.03.2012
თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში დამწვრობით მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
როგორც "ნიუსპრესს" რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, 63 წლის მამაკაცი კლინიკაში გურჯაანის რაიონიდან გადაიყვანეს. იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია.
მისი თქმით, მამაკაცს სხეულის 40% აქვს დამწვარი. მე-3 ხარისხის დამწვრობა ქვემო კიდურებზე, ხელის მტევნებსა და სახეზე
63 წლის მამაკაცმა დამწვრობა 5 დღის წინ, საკუთარ ვენახში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობის დროს მიიღო.


ბეჭდვა