ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი ჰუმანიტარულ აქციას გამართავს
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი ჰუმანიტარულ აქციას გამართავს
10:48 27.03.2012
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი ხვალ ჰუმანიტარულ აქციას გამართავს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქცია დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთში გაიმართება.
აქცია ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას გულისხმობს.
საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას მედიკამენტებითაც უზრუნველყოფენ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ინციატივით და ხელმძღვანელობით მსგავსი ღონისძიება რიგით 51-ე ჰუმანიტარული აქციაა.

ბეჭდვა