სამგორის რაიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო 17.00 საათამდე ელექტროენერგია ვარკეთილი მე-3 ა მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და თრიალეთის ქუჩის მოსახლეობას გაეთიშება.
აღნიშნულ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.
