სამგორის რაიონის ნაწილს ხვალ შუქი გაეთიშება
სამგორის რაიონის ნაწილს ხვალ შუქი გაეთიშება
18:40 26.03.2012
სამგორის რაიონის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო 10.00-დან  17.00 საათამდე ელექტროენერგია ვარკეთილი მე-3 ა მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და თრიალეთის ქუჩის მოსახლეობას გაეთიშება.

აღნიშნულ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.

ბეჭდვა