ილიას უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
ილიას უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
18:24 26.03.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" ხვალ კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN) მხარდაჭერით  განხორციელებული კვლევითი პროექტის
შედეგად გამოცემული წიგნის Political Elites, Ideas and Foreign Policy: Explaining and Understanding the International Behavior of Small States in the Former Soviet Union" პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნის ავტორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი გვალია, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მკვლევარი ზურაბ იაშვილი და ბერლინის ტრანსნაციონალური კვლევის სკოლის დოქტორანტი ბიძინა ლებანიძე არიან.

როგორც "ნიუსპრესს" ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული კვლევა საქართველოს და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის თანამედროვე საგარეო პოლიტიკის შესწავლის მაგალითზე პატარა ქვეყნების საგარეო პოლიტიკის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობებში გავრცელებულ მიდგომას უპირისპირდება და ამტკიცებს, რომ სისტემური ზეწოლის მიუხედავად საქართველომ
საგარეო პოლიტიკური ორიენტირი დასავლეთზე შეინარჩუნა.

ბეჭდვა