ძლიერი ყინვის პირობებში მერია უსახლკაროებისთვის თავშესაფრის გამოყოფას არ გეგმავს
ძლიერი ყინვის პირობებში მერია უსახლკაროებისთვის თავშესაფრის გამოყოფას არ გეგმავს
12:51 11.02.2012

უსახლკარო მოქალაქეებისთვის, რომლებიც ღამეს ქუჩაში ათევენ თბილისის მერია დროებითი თავშესაფრების გამოყოფას არ გეგმავს. ამის შესახებ "ნიუსპრესს" თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა აცნობა.
პრესსამსახურის თანამშრომლის, თეა შათირიშვილის ცნობით, უსახლკაროებს შეუძლიათ ბინის ქირით გამოყოფის მოთხოვნით საკუთარ გამგეობებს, მიმართონ. თუმცა მერიაში საგანგებო შეთხვევებისთვის თავშესაფრების გამოყოფა გათვალისწინებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ სხეულის მოყინვის შედეგად თბილისში ერთი უსახლკარო ადამიანი უკვე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილას რეფერალური ჰოსპიტლის დამწვრობის ცენტრში მოხდა. გარდაცვლილი მამაკაცი სავარაუდოდ 45 წლის იყო. მისი ვინაობა ამ დროისთვის დაუდგენელია. ამასთან, დამწვრობის ცენტრში მოყინვის დიაგნოზით ამჟამად კიდევ ორი უსახლკარო პიროვნება იმყოფება
უსახლკაროებისთვის დროებითი თავშესაფრების გამოყოფა რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაიწყეს. მათ შორისაა უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი

ბეჭდვა