"პრაიმ ტაიმი" და ეროვნულ ბიბლიოთეკა ერთობლივ პროექტს განახორციელებენ
"პრაიმ ტაიმი" და ეროვნულ ბიბლიოთეკა ერთობლივ პროექტს განახორციელებენ
16:34 26.03.2012
გაზეთი "პრაიმ ტაიმი" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ახალ პროექტს იწყებენ.

როგორც "ნიუსპრესს" "პრაიმ ტაიმის" რედაქტორმა თაკო ფხაკაძემ განუცხადა, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თვეში ორჯერ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს დაეთმობა.

ფხაკაძის თქმით, თანამშრომლები ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესებს შეაფასებენ და აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ბიბლიოთეკის საცავებში არსებული უნიკალური მასალის გამოცემა.

"პრაიმ ტაიმის" ყველა ნომერში ისეთი მასალა დაიბეჭდება, რომლის გაცნობის საშუალება მკითხველს აქამდე არ ჰქონდა"- განაცხადა ფხაკაძემ.

ახალი პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა დღეს, "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში, მმართველმა გიორგი კეკელიძემ ბიბლიოთეკის სხვა წარმომადგენლებთნ ერთად გამართა.

ბეჭდვა