განათლებისა სამინისტროში ელექტრონული კატალოგი შეიქმნა
განათლებისა სამინისტროში ელექტრონული კატალოგი შეიქმნა
14:26 26.03.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ი (ელექტრონული კატალოგი) შეიქმნა.

კატალოგში საჯარო სკოლების შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.

e-Catalog-ი სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის, სწავლების საფეხურის, სექტორის, სასწავლო პროცესის, პროგრამების, სკოლის უსაფრთხოების, პედაგოგებისა და მოსწავლეთა მიღწევების შესახებ სრულ ინფორმაციას მოიცავს.

კატალოგის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა გიორგი გულუამ გამართეს.

სამინისტროს ინფორმაციით, კატალოგი პირველკლასელთა მშობლებს სასურველი სკოლის შერჩევასა და ინტერნეტით რეგისტრაციაშიც დაეხმარება და მოსწავლეთა მობილობის პროცესს გაამარტივებს. კატალოგში ასევე სკოლის საატესტატო გამოცდებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეთა მონაცემები განთავსდება.

კატალოგის ნახვა შესაძლებელია ვებ გვერდზე www. ecatalog.emis.ge.

ბეჭდვა