საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს ბრაზილიელ სენატორ კრისტოვამ ბუარკეს შეხვდა.
მინისტრმა განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები სენატორს პირადად გააცნო.
ბუარკესთან შეხვედრისას შაშკინმა სტუდენტური დასაქმების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ისაუბრეს ინგლისურ ენაში მოქალაქეთა უფასო გადამზადებასა და პროფესიული განათლების ვაუჩერულ დაფინანსებაზე.
მინისტრმა სენატორს პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
მხარეები თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.
