წეროვანის პედაგოგებს ტრენინგები ჩაუტარდათ
წეროვანის პედაგოგებს ტრენინგები ჩაუტარდათ
11:08 26.03.2012
მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებმა წეროვანში მცხოვრებ დევნილ პედაგოგებს პროფესიულ უნარებში ტრენინგი ჩაუტარეს.
ღონისძიებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი დაესწრო.
წეროვანის მესამე საჯარო სკოლაში მასწავლებლებმა ოთხდღიანი გადამზადების კურსი გაიარეს.
ტრენინგებზე ყურადღება სხვადასხვა საკითხებზე გამახვილდა - კომუნიკაციის პროცესი, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, გაკვეთილის დაგეგმვის სხვადასხვა მეთოდები, შეფასების თანამედროვე სისტემები და სხვა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი პედაგოგების გადამზადებას ყველა საგანსა და პროფესიულ უნარებში ახორციელებს.


ბეჭდვა