პარლამენტი მიმდინარე კვირაში ახალ ანტინარკოტიკულ პაკეტზე იმსჯელებს.
საკანონმდებლო ცვლილებები ნარკოტიკების სიისა და დოზების დაზუსტების საკითხს, ასევე
სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამების საჯარიმო სანქციებიდან შემოსული თანხებით დაფინანსებას მოიცავს.
გარდა ამისა, პარლამენტს რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულება და კანონპროექტი აქვს დასამტკიცებელი.
მიმდინარე სასესიო კვირაში, პარლამენტი ესპანეთში საქართველოს ახალ ელჩს ზურაბ პოლოლიკაშვილსაც დაამტკიცებს.
