მთაწმინდისა და ისნის რაიონების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო 16.00
საათამდე ელექტროენერგია ძმები ზუბალაშვილების, შევჩენკოს, ზიჩის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას გაეთიშა.
ისნის რაიონში კი 17.00 საათამდე შეზღუდვა ხარაბაძის, კაკაბეთის, ყვარლის, ზანდუკელის და ჯიქიას ქუჩებს ეხება.
