ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სახელწოდებით - "რკინის პეპლები" პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაცია ისტორიაში შესული ქალბატონების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ემი დიაზი წარუძღვება.
პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.
