სამეფო უბნის თეატრმა აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს უმასპინძლა
სამეფო უბნის თეატრმა აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს უმასპინძლა
16:20 25.03.2012
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სამეფო უბნის თეატრმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა.
80-მდე მოზარდი თანამედროვე გერმანელი დრამატურგის, არიუს ფონ მაიენბურგის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის - ,,მახინჯი" ჩვენებას დაესწრო.
სპექტაკლის რეჟისორი დათა თავაძეა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მსგავსი სახის აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.

ბეჭდვა