თსუ-ში "რკინის პეპლების" პრეზენტაცია გაიმართება
თსუ-ში "რკინის პეპლების" პრეზენტაცია გაიმართება
15:00 25.03.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ სახელწოდებით - "რკინის პეპლები" პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაცია ისტორიაში შესული ქალებატონების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ემი დიაზი წარუძღვება.
პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.

ბეჭდვა