ავტოკეფალიის აღდგენის დღე მრევლს პატრიარქმა მიულოცა
ავტოკეფალიის აღდგენის დღე მრევლს პატრიარქმა მიულოცა
14:08 25.03.2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე უდიდესი ეროვნული დღესასწაულია.

"ღმერთმა ინებოს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა ფარავდეს ჩვენს ერს, ქვეყანასა და ეკლესიას. ეს არის უდიდესი ეროვნული დღესასწაული" - აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქმა დღესვე სასულიერო პირი მღვდელ-მონაზონი ნერსე სამხარაძე ოქროს ჯვრითა და იღუმენის ხარისხით დააჯილდოვა და წირვაზე მყოფი საქართველოს 17 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების ფეხბურთელები დალოცა.

წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესი სვანეთის უბანში მდებარე დემეტრე თავდადებულის ეკლესიაში წაბრძანდა, სადაც პარაკლისს გადაიხდის.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 95 წლისთავი დღეს აღინიშნება.

ბეჭდვა