"ჰელსინკის კავშირი" სამეცნიერო კონფერენციას გამართავს
"ჰელსინკის კავშირი" სამეცნიერო კონფერენციას გამართავს
18:33 24.03.2012
საქართველოს "ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინების" ინიციატივით, ხვალ კინოს სახლში სამეცნიერო კონფერენციას გამართავს.

როგორც "ნიუსპრესს" "ჰელსინკის კავშირიდან" აცნობეს, კონფერენციის თემაა - "საქართველოს სულიერი მისია".

ღონისძიება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების 73-ე წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ნაშრომები - "ფესტოსის დისკოსა და A ხაზოვანი წარწერების გაშიფვრა", "კავკასიური ზოდიაქოს განსახლების პრინციპები" და "ქართული ანბანის შესაქმეს დათარიღება".

ბეჭდვა