საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კონკურსში 3 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კონკურსში 3 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
15:16 24.03.2012
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ღია კონკურსში მონაწილე 3 კანდიდატი დღეს დასახელდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატები ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი გივი კუბლაშვილი, კავშირი "არტ გენის" არტდირექტორი ზაზა კორინთელი და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი გიორგი ჯანუაშვილი არიან.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება 2012 წლის 14 თებერვალს გამოსცა.

ბეჭდვა