პროფესიული განათლების მსურველებში ტურიზმის სფერო ლიდერობს
პროფესიული განათლების მსურველებში ტურიზმის სფერო ლიდერობს
15:14 24.03.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს ქუთაისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების მსურველებს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრმა პროფესიული განათლების მსურველი 360 მოქალაქე დაარეგისტრირა.

დარეგისტრირებულთა შორის სწავლის გაგრძელების სურვილი 54-მა მოქალაქემ ტურიზმის სფეროში გამოთქვა.

თბილისის საინფორმაციო ცენტრში 700 მოქალაქე დარეგისტრირდა, მათგან ყველაზე მეტი - 107 ტურიზმშია რეგისტრირებული.

ქობულეთის საინფორმაციო ცენტრმა 300 მსურველიდან ტურიზმში 64 მოქალაქე დაარეგისტრირა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ვაუჩერული დაფინანსება 20 მარტიდან დაიწყო. სტუდენტთა რეგისტრაცია და მათთვის ვაუჩერების გადაცემა თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში ერთდროულად მიმდინარეობს. რეგისტრაციის პროცესი 20 აპრილამდე გაგრძელდება.

სახელმწიფომ პროფესიული განათლების მსურველი 7 000 მოქალაქისთვის ბიუჯეტიდან 7 მლნ ლარი გამოყო.

ბეჭდვა