დღეს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება
დღეს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება
12:02 24.03.2012
24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება.

როგორც "ნიუსპრესს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, საქართველოში დაავადების გავრცელების მაჩვენებელი100 000 მოსახლეზე -130 შემთხვევას შეადგენს.
საქართველოში ტუბერკულოზის მსოფლიო დღის ღონისძიებები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა მოეწყობა და საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდება.

პარტნიორობა "შევაჩეროთ ტუბერკულოზის" წარმომადგენლები, რომელიც დაავადებასთან ბრძოლის ორგანიზაციებისა და ქვეყნების გაერთიანებაა, დღეს ტუბერკულოზის გავრცელების მასშტაბებზე, მისი პრევენციის გზებსა და მკურნალობის საშუალებებზე იმსჯელებენ.





ბეჭდვა