161 სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა მიმდინარეობს
161 სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა მიმდინარეობს
11:34 24.03.2012
საქართველოს 161 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა მიმდინარეობს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური დღეს დაიწყო და ის პირველ ეტაპზე ქართული ენასა და ლიტერატურაში ტარდება.

ბიოლოგიის ტური 25 მარტს, ინგლისური ენის 31 მარტს, ხოლო რუსული ენის 1 აპრილს გაიმართება.

ქართული ენისა და ლიტერატურის ტური 10:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ბეჭდვა