საქართველო ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას უერთდება
საქართველო ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას უერთდება
10:31 24.03.2012
საქართველო "ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ" საერთაშორისო შეთანხმებას უერთდება.  ამის თაობაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი ბრძანებულება გამოსცა.

პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, აღნიშნულ შეთანხმებასთან საქართველოს შეერთების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს უნდა აცნობოს. საკანონმდებლო ორგანომ კი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს.


ბეჭდვა