სოციალური მომსახურების სააგენტო და "ვისოლი" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
სოციალური მომსახურების სააგენტო და "ვისოლი" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
18:51 23.03.2012
სოციალური მომსახურების სააგენტო და "ვისოლ ჯგუფი" ქუთაისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის მზრუნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ერთობლივად იმუშავებენ.
სოციალური მომსახურების სააგენტომ და "ვისოლ ჯგუფმა" პროექტის "ჩემი მეგობარი" ფარგლებში დღეს მემორანდუმი გააფორმეს.
"პროექტის მიზანია თითოეულ მცირე საოჯახო ტიპის სახლს ჰყავდეს მეგობარი კომპანია, რომელიც ამ სახლებში მცხოვრებ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დაეხმარება" - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
"ვისოლ ჯგუფი" სახლის აღსაზრდელებს საშუალებას მისცემს ფიტნესცენტრ "ლაგუნა ქუთაისის" საცურაო აუზებითა და ფიტნესის დარბაზებით ისარგებლონ, ასევე, საფეხბურთო კლუბ "ტორპედო ქუთაისის" თამაშებს დაესწრონ.
"სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვა "ვისოლ ჯგუფის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტარტეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა" - განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სოსო ფხაკაძემ.
საქართველოს მასშტაბით, 19 მცირე საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს.

ბეჭდვა