შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრეგაძეების ოჯახის ორ წევრს პროფესიული განათლების 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.
განათლების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით, დღეს პროფესიული განათლების ცენტრ "იკაროსს" ეწვივნენ.
პროფესიული განათლების მიღების მსურველები სწავლის დასაფინანსებლად სახელმწიფოსგან 1000 ლარიან ვაუჩერს იღებენ.
რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით სამ საინფორმაციო ცენტრში მიმდინარეობს.
სახელმწიფომ პროფესიული განათლების დაფინანსებისთვის 7 მლნ ლარი გამოყო.
