ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ საქართველოში შექმნილ საიტზე – www.parliamentngo.ge ჰაკერებმა შეტევა განახორციელეს.
აღნიშნულ ვებ-გვერდზე ძირითადად ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და NDI-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.
ჰაკერული შეტევის შესახებ NDI-სთვის უკვე ცნობილია.
საიტზე, ამჟამად გაუმართავი ინგლისურით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გარკვეული მოწოდებაა განთავსებული.
