გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის განვითარების ფონდსა და კომპანია ,,ირაო მაგნატ გუდიაშვილს"" შორის დღეს ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობებს დამტკიცებული პროექტების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტაროს. იგეგმება შენობების კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიული ფასადების რესტავრაცია.
მერიის განცხადებით, გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ისტორიული შენობების იერსახე და კულტურული მემკვიდრეობა სრულად შენარჩუნება.
შენობა-ნაგებობები ,,ირაო მაგნატ გუდიაშვილს"" საკუთრებაში მას შემდეგ გადაეცემა, რაც კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებს და უძრავი ქონების ღირებულებას გადაიხდის.
