ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს სრულდება.
როგორც "ნიუსპრესს" გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, 2012 წლის ერთიანი
ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის, ასევე, ინგლისურისა და კომპიუტერის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ექსპერიმენტული ნაწილისთვის რეგისტრაციის ვადა დღეს 19:00 საათზე იწურება.
ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის გამოცდებისთვის დაახლოებით 39 000-ზე მეტი პედაგოგი და 35 000 აბიტურიენტია დარეგიტრირებული.
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 თებერვალს დაიწყო.
