თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება
10:59 23.03.2012
თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს წყალი არ მიეწოდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კერძო სექტორში  მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, დღეს წყლის მიწოდება გლდანი-ნაძალადევის რაიონში ქართლისა და გომბორის ქუჩებს შეუწყდება.

შეზღუდვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში თევდორე მღვდლის, სამტრედიის, გორის, ფოთის, ბაგრატიონის, წყაროსა და აჭარის ქუჩებს, ვაკე-საბურთალოს რაიონში ტეხურის, ქარელის, უჩანეიშვილის ქუჩებსა და წყნეთის გზატკეცილს, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში კაიროს ქუჩას შეეხება.

ჩამოთვლილი ქუჩების აბონენტებს წყლის მიწოდება დღეს 20:00 საათიდან აღუდგებათ.

გლდანის მასივის მე-3 მ/რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაზიანების აღდგენის მიზნით, დღეს 04:00-დან 14:00 საათამდე წყალი არ მიეწოდება გლდანის შემდეგ მიკრორაიონებს - ა , I, II და III.

ბეჭდვა