გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე დღეს მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ავტომატური მეტეოროლოგიური დაკვირვების კომპლექსს ეწვევა.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს პირადად მიულოცავს.
იგი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მუშაობას დააკვირდება და სააგენტოს ნიადაგის გეოლოგიური კვლევის ტექნიკის საშუალებით გეოლოგიური ანალიზის ჩატარებაში მიიღებს მონაწილოებას.
წელს მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის თემაა - "ამინდი, კლიმატი და წყალი მომავლისთვის."
