თსუ-ში კონფერენცია "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი სამართლებრივი ასპექტები" გაიმართება
თსუ-ში კონფერენცია "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი სამართლებრივი ასპექტები" გაიმართება
10:47 23.03.2012
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში დღეს თემაზე - "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი  სამართლებრივი ასპექტები" სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი გახსნის.

კონფერენციაში მონაწილეობას რუსეთის გრაცის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტის ( REEES) დელეგაცია მიიღებს.

REEES-ი იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი სამეცნიერო პლატფორმაა, რომლის მთავარი მიზანი ფაკულტეტის კვლევითი პოტენციალის მობილიზება და რეგიონში საერთაშორისო ურთიერთოებების განვითარების ხელშეწყობაა.

ბეჭდვა