თბილისის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება
თბილისის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება
19:01 22.03.2012
დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, 10-დან 17.00 საათამდე სამგორის  რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა სამგორის დასახლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის, წულუკიძის, ჯავახეთის, კალაუბნის, ხომლელის, შანდორ პეტეფის, ბოგდან ხმელნიცკის და გახოკიძის ქუჩებს შეეხებათ.
ქვესადგურ "კიკეთში" სარემონტო სამუშაოების გამო 12-დან 16 საათამდე შუქი თბილისის მიმდებარე სამი სოფლის - კიკეთის, ბეთანიის და დიდების მოსახლეობას გაეთიშება.
შუქი ხვალ, 11-დან 15 საათამდე კოტე აფხაზის, შარდენის, თუმანიანის და ერეკლე მეორის ქუჩების აბონეტებსაც შეეზღუდება.

ბეჭდვა