აზარტულ კლუბებში 21 წლამდე პირები არ დაიშვებიან
აზარტულ კლუბებში 21 წლამდე პირები არ დაიშვებიან
18:14 22.03.2012
21 წლამდე ასაკის პირებისთვის აზარტულ კლუბებში შესვლა და თამაშობებში მონაწილეობა იკრძალება.
"ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ცვლილებების თანახმად, 21 წლამდე პირისთვის სამორინესა და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე პირისთვის − სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილებში შესვლა და თამაშში მონაწილეობა იკრძალება.

ცვლილების თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორები ვალდებული ხდებიან შემსვლელთა ასაკი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით შეამოწმონ.

კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა.

ბეჭდვა