შიდსით ორი მოქალაქე გარდაიცვალა
შიდსით ორი მოქალაქე გარდაიცვალა
17:35 22.03.2012
საქართველოში მიმდინარე კვირაში შიდსით ორი მოქალაქე გარდაიცვალა.
როგორც "ნიუსპრესს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის  ცენტრში განუცხადეს, გარდაცვლილთაგან ერთი ქალი და ერთი მამაკაცია.

მარტში შიდსით გარდაცვალების ეს უკვე მე-11 შემთხვევაა.

2012 წლის 1 მარტის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოში
შიდსის 80 ახალი შემთხვევაა აღრიცხული. მკურნალობას ამჟამად 1 124 პაციენტი გადის, მათგან 35 - ბავშვია.

ბეჭდვა