ჩერქეზული კულტურის ცენტრმა დეპუტატებს პროექტები გააცნო
ჩერქეზული კულტურის ცენტრმა დეპუტატებს პროექტები გააცნო
17:21 22.03.2012
ჩერქეზული კულტურის ცენტრმა დღეს დეპუტატებს სამოქმედო გეგმა გააცნო.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ჩერქეზული  კულტურის ცენტრის დირექტორმა მერაბ ჩუხუამ ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა - სტამბულში ჩერქეზულ–ქართული ერთბლივი გამოფენა, მიხეილ ლოხვიცკის ხსოვნის საღამო გაიმართა და სამეცნიერო ნაშრომის "ვაინახების" პრეზენტაცია მოეწყო.

ასევე, იგეგმება პროექტის - "კავკასიური კვირეულის", რამდენიმე სამეცნიერო კონფერენციის გამართვა და ჩერქეზული ფოლკლორისა და კულტურის პოპულარიზაცია.

"ჩერქეზები ცხოვრობენ 50 ქვეყანაში და ამიტომ ჩერქეზული საკითხის ინტერნაციონალიზაცია საქართველოსთვის ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ინტერესების კიდევ უფრო მეტ დაცულობას ამ 50 ქვეყანაში. ქართული და ჩერქეზული დიასპორების დაახლოება აშშ-ში, ევროპასა და აზიის ქვეყნებში ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, ერთი მხრივ, მოვახდინოთ ქართული იდეის პოპულარიზაცია და მეორე მხრივ, მოვახდინოთ პოპულარიზაცია ზოგადად კავკასიური იდეის" – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურმა.

ბეჭდვა