საქართველოს უნივერსიტეტში პროექტ "რჩეულის" პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს უნივერსიტეტში პროექტ "რჩეულის" პრეზენტაცია გაიმართა
17:08 22.03.2012
საქართველოს უნივერსიტეტში დღეს სტუდენტური პროექტის "რჩეულის" პრეზენტაცია გაიმართა.

ორთვიანი პროექტის ფარგლებში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართება, რომელშიც აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. "რჩეულის" მიზანი ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენაა.

"რჩეულის" მონაწილეები აპრილიდან ბიზნესის, ეკონომიკის, სამართალის, საერთაშორისო ურთიერთობების, ფსიქოლოგიის, პოლიტოლოგიის, ჟურნალისტიკის, სამედიცინო, ინფორმატიკის, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის და არქიტექტურის სფეროში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

მანამდე სტუდენტურ თვითმმართველობებში მონაწილეთა რეგისტრაცია მოხდება.

კონკურსი 5 ტურისგან შედგება. კონკურსი 5 გამარჯვებულ გამოავლენს, რომელთაც საჩუქრად სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

ბეჭდვა