უზენაეს სასამართლოში ინტერნეტთამაშ "სასამართლოს" პრეზენტაცია გაიმართა
უზენაეს სასამართლოში ინტერნეტთამაშ "სასამართლოს" პრეზენტაცია გაიმართა
15:53 22.03.2012
უზენაეს სასამართლოში თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელები ინტერნეტთამაშ "სასამართლოს" პრეზენტაციას დაესწრნენ.

როგორც "ნიუსპრესს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, ინტერნეტთამაში, რომელიც სკოლის მოსწავლეებისა და სამართლის თემით დაინტერესებულ პირთათვის არის განკუთვნილი, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა წარუდგინა. პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.

საგანმანათლებლო ინტერნეტთამაში სამოქალაქო განათლების სფეროს ეხება და კითხვა-პასუხის პრინციპზეა აგებული. გამარჯვების მოსაპოვებლად მოთამაშემ სამი ეტაპი უნდა გადალახოს და 800 ქულა დააგროვოს. თამაში უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზეა ატვირთული.

კუბლაშვილმა თამაშის წარდგენის შემდეგ, მოსწავლეებს სამართლებრივ საკითხებზე საჯარო ლექცია წაუკითხა და შეკითხვებს უპასუხა.

ბეჭდვა