საქართველოში დღეს მიწისძვრა დაფიქსირდა.
როგორც "ნიუსპრესს" ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს,
მიწისძვრა სამეგრელოში, სოფელ ჯვრიდან 6 კმ-ში, ხოლო კურორტ სქურიდან - 5 კმ-ში დაფიქსირდა.
სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრა 3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და მას ნგრევა არ გამოუწვევია.
