რუსთაველის გამზირზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია
რუსთაველის გამზირზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია
14:35 22.03.2012
რუსთაველის გამზირზე #19-ში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

როგორც "ნიუსპრესს" თბილისის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, დამწვარია საცხოვრებელი სახლის 120 კვ.მ ფართი.

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლის ჩასაქრობად 20 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ადგენენ.

ბეჭდვა