რუსთაველის გამზირზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 14 სახანძრო მანქანა ებრძვის.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ცეცხლი რუსთაველის
N19-ში, იტალიურ ეზოში მდებარე სახლს გაუჩნდა. უკვე დამწვარია 100 კვ მ ფართი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სახანძრო გამოძახება სამსახურში 13:05 საათზე დაფიქსირდა.
