თბილისის ნაწილს წყალი შეუწყდება
თბილისის ნაწილს წყალი შეუწყდება
10:58 22.03.2012
თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს წყლის მიწოდება შეუწყდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კერძო სექტორში  მიმდინარე გამრიცხველიანების პროცესის გამო, წყალი გლდანი-ნაძალადევის რაიონში ჭიჭინაძის ქუჩას და სოფელ გიორგიწმინდას შეუწყდება.

წყლის შეზღუდვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში თევდორე მღვდლის, დიდხევის, გორის, ფოთის, ცხრაწყაროსა და აჭარის ქუჩებს, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონში - ტეხურის, ქარელის, უჩანეიშვილის ქუჩებსა და წყნეთის გზატკეცილსაც შეეხება.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული უბნების აბონენტებს წყალმომარაგება 20:00 საათიდან აღუდგებათ.

ბეჭდვა