პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, დღეს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ,,ისტორიალი" ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის
კულტურული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის პრეზენტაციას - "ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" საქართველოს კულტურის და ხელოვნების ცენტრდან აცნობეს, პრეზენტაცია თბილისის მერიის ეკონომიკურ სამსახურთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ევროპის სახლთან ერთად გაიმართება.
პროექტის ფარგლებში ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნასა და მარკეტინგის განვითარებაზე სხვადასხვა ტრენინგები ჩატარდება.
კამპანია მიზნად ისახავს ეკონომიკური პოტენციალის აღქმის ამაღლებას და ტერმინის "კულტურული ეკონომიკა" დამკვიდრებას.
პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება ტრადიციული რეწვის ინოვაციური დიზაინის და ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ ევროპაში გაემგზავრონ და საკუთარი პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე გაიტანონ.
