თსუ-ში კონფერენცია გაიმართება
თსუ-ში კონფერენცია გაიმართება
10:26 22.03.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს კონფერენცია - "პოლონეთი-საქართველო: პარტნიორობის 20 წელი" გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" თსუ-დან აცნობეს, კონფერენციის მონაწილეები პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე მოხსენებებს წაიკითხავენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა და თსუ-ს რექტორის მოადგილე ავთანდილ ჩუთლაშვილი მიიღებენ.
კონფერენციის ორგანიზატორი ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კავკასიური კვლევის ცენტრია.

ბეჭდვა