წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე ხვალ აღინიშნება.
ამასთან დაკავშირებით, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბრიფინგს გამართავს.
როგორც კომპანიიდან "ნიუსპრესს" აცნობეს, მისი გენერალური დირექტორი იორგ მათისი თბილისის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის გაწეულ სამუშაოებსა და მიღებულ შედეგებს შეაჯამებს.
